20:55 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-22 14:47:44, 962 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთში მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვიან - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან. ხანძრის ყველაზე ძლიერი კერა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის საპორტო ქალაქ ალექსანდროპოლისშია. 

ჩრდილოეთ და ცენტრალურ საბერძნეთში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი მეხანძრე დაშავდა.

მომხდარის გამო საბერძნეთის რამდენიმე სოფლიდან, ასევე  ალექსანდროპოლისთან მდებარე კლინიკიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

საფრანგეთმა, კვიპროსმა და რუმინეთმა საბერძნეთში მეხანძრეების დასახმარებლად ძალები გაგზავნეს.

აღნიშნულ საკითხზე საბერძნეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ აფრთხილებს.

"საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

საბერძნეთის საგანგებო მდგომარეობების სამსახურის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ:

  • Aspropyrgo
  • Elefsina
  • Plaka #Dikella #Makris & #New_Chile
  • Βοιωτία / Viotia
  • Κύθνος / Kithnos
  • Ίασμος / Iasmos

საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.

აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს:

საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი - 112, საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics