09:15 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-22 11:34:13, 711 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - „ნაცმოძრაობამ“ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები აწარმოა - იკვეთება მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა

3 აგვისტოდან, 15 აგვისტოს ჩათვლით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ მოვამზადეთ შუალედური ანგარიში ამ 12 დღის განმავლობაში სრულად არის აღდგენილი შოვის ტრაგედიის ქრონოლოგია,- აღნიშნულის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, შუალედური დასკვნით მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა იკვეთება.

“3 აგვისტოს ტრაგედიის პასუხად ქართველ ხალხს შერჩა მხოლოდ პოლიტიკური პროპაგანდა პოლიტიკური გადაძახილები. ჩვენი ხალხი, მოქალაქეები იმსახურებენ პასუხს ხელისუფლების მხრიდან შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით. ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ თუ ვისი ბრალეულობა იკვეთება, ვისი თანამდებობრივი გულგრილობის გამო ვერ მოხერხდა გარკვეული მსხვერპლის თავიდან არიდება. შესაბამისად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3 აგვისტოდან, 15 აგვისტოს ჩათვლით აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ჟურნალისტებს დაგირიგდათ და საზოგადოებისთვის ეს იქნება ცნობილი.

ჩვენ მოვამზადეთ შუალედური ანგარიში ამ 12 დღის განმავლობაში სრულად არის აღდგენილი 3 აგვისტოს ტრაგედია და ქრონოლოგია. ამ შუალედური დასკვნითაც კი, სადაც ძალიან ბევრი ინფორმაციაა, სადაც ბევრი მტკიცებულებაა, იკვეთება კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა, რასაც შეეწირა საქართველოს მოქალაქეები, იკვეთება დაგვიანებული რეაგირება, ჩვენ და სამწუხაროდ პრემიერ მინისტრი დაგვიანებით ახდენს რეაგირებას, მეტიც, 24 საათის შემდეგ ჩადის ადგილზე, ამიტომ საზოგადოებას ჭირდება კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხი, ამიტომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება და განსაკუთრებით ხელისუფლებას, პოლიტიკური კინკლაობა კი არა, საზოგადოებას უნდა გავაგებინოთ კონკრეტულ კითხვებზე პასუხები. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, მათ შორის თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც დააგვიანა რეაგირება, ჯარის ჩაყვანა. ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც იმ საღამოს, როდესაც ადამიანებს სჭირდებოდათ შველა, გვეპრანჭებოდა სხვადასხვა ოთახებიდან და ნაცვლად იმისა, რომ სამაშველო გადარჩენითი ოპერაცია ეწარმოებინათ, მთელი ღამის განმავლობაში მიატოვეს მოქალაქეები. 24 გვერდიან ანგარიშში, რომელიც არის ჯერ შუალედური და ცხადია „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე მიიყვანს ამ საგამოძიებო მოქმედებებს, იკვეთება კონკრეტული თანამდებობის პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ეს ყველაფერი იწყება ირაკლი ღარიბაშვილისგან და ცხადია ეს დასკვნა საზოგადოებისთვის იქნება გზამკვლევი, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ტრაგედიის გამოძიება”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics