|
2023-08-22 10:56:03, 951 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - პუტინის ტყვეობაში ვიმყოფები, მაგრამ მიზანი უცვლელია - ვიყო თქვენი ერთგული მსახური
ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ამ ყველაფრის დაძლევა და თანამედროვე საქართველოს აშენება შეუძლებელია თქვენი, მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის გარეშე,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ის დღეს პუტინის ტყვეობაში იმყოფება, თუმცა მისი მიზანი - იყოს ხალხის ერთგული მსახური უცვლელია. "ჩვენ წინ ძალიან რთული პროცესები გველოდება, ამიტომაც ისე, როგორც არასდროს, ერთად დგომა გვჭირდება. ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ამ ყველაფრის დაძლევა და თანამედროვე საქართველოს აშენება შეუძლებელია თქვენი, მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის გარეშე. მე მზად ვარ მოვისმინო თქვენი პრობლემები, გავიზიარო თქვენი იდეები და გეგმები. ერთად, ყველას ჩართულობით უნდა ავაშენოთ წარმატებული საქართველო, საიდანაც ემიგრაციაში კი არ გაიქცევიან, პირიქით, ჩვენი თანამემამულეები სამშობლოში უკეთესი მომავლისთვის დაბრუნდებიან. უამრავი ნიჭიერი და წარმატებული მოქალაქე დღეს არის ჩუმად. მინდა მოგმართოთ თქვენ: ყველას აზრი მნიშვნელოვანია, მომაწოდეთ თქვენი ნააზრევი, თუ როგორ სახელმწიფოდ უნდა იქცეს საქართველო. დღეს მე ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, მაგრამ ჩემი მიზანი უცვლელია. ჩემი მთავარი ამოცანაა, ვიყო თქვენი ერთგული მსახური - თქვენთვის და თქვენთან ერთად! ჩვენთვის არაფერია შეუძლებელი! ჩვენი საუკეთესო დღეები არის წინ. გამარჯვება ახლოსაა!",- წერს სააკაშვილი.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)