|
2023-08-21 09:36:05, 634 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, გავრცელდა ინფორმაცია თითქოს თბილისის მერიამ შერჩევითი სამართლის პრინციპით, სრულიად უსამართლოდ დააჯარიმა მოქალაქე ავტომანქანის პარკირების გამო. მათივე განცხადებით, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მოხდა სატრანსპორტო საშუალების დაჯარიმება და შემდეგ სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა, რისი განხორციელების ვალდებულებაც აქვს სსიპ „თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“. "გვინდა, გამოცეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ შერჩევითი სამართლის პრინციპით, სრულიად უსამართლოდ დააჯარიმა მოქალაქე ავტომანქანის პარკირების გამო. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნულ პიროვნებას სატრანსპორტო საშუალება გაჩერებული ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილ პარკირების ადგილზე, არ ჰქონდა განთავსებული შესაბამისი შშმ პირის საცნობი ნიშანი, რომელიც სპეციალურ ადგილზე დგომის უფლებას მისცემდა. ასევე, მძღოლი არ იმყოფებოდა ადგილზე. კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მოხდა სატრანსპორტო საშუალების დაჯარიმება და შემდეგ სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა, რისი განხორციელების ვალდებულებაც აქვს სსიპ „თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“. რაც შეეხება ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღნიშნული ქმედებით ხორციელდება ბიუჯეტის შევსება, განვმარტავთ, რომ ჯარიმა წარმოადგენს პრევენციულ ღონისძიებას და შესაბამისად, კანონის მიხედვით, გათვალისწინებულია, როგორც ჯარიმები, ასევე სატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანა. ჯარიმის შედგენა ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც ნაკლებია სამართალდარღვევის სიმწვავე, ხოლო როცა მოქალაქეებს გადაადგილებაში ან უსაფრთხოებაში ხელი ეშლებათ, კანონი ითვალისწინებს ავტომანქანის ევაკუაციას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადგილებზე არაუფლებამოსილი პირის დაჯარიმება და სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა ემსახურება პრევენციას და წარმოადგენს კანონით დადგენილ ნორმას. რაც შეეხება ტელეკომპანიის განცხადებას, თითქოს დამრღვევი პირი ადგილზე იმყოფებოდა, საპირისპიროს ამტკიცებს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოც, სადაც ცხადად ჩანს, რომ თანამშრომლებს დასრულებული აქვთ ევაკუაციის პროცესი, ყველანი განთავსებულნი არიან ევაკუატორში და მიემართებიან საჯარიმო სადგომისკენ. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, ჯარიმა იძულებითი ღონისძიებაა, როდესაც ადგილი აქვს კანონდარღვევას, იზღუდება სხვათა უფლებები ან საფრთხე ექმნება მოქალაქეთა გადაადგილებას. იგი წარმოადგენს წესრიგის დაცვისა და პრევენციის ყველაზე ქმედით ინსტრუმენტს. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ მერიის პრესსამსახურთან და ნუ შეუწყობთ ხელს სიცრუისა და ცილისწამების პროპაგანდას",- აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)