22:10 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-19 11:57:26, 813 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - რუსეთმა უკრაინაში ომი უკვე წააგო, რადგან თავის პირვანდელ მიზანს ვერ მიაღწია

რუსეთმა უკრაინაში ომი უკვე წააგო, რადგან თავის პირვანდელ მიზანს ვერ მიაღწია,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერებთან სამმხრივი სამიტის შემდეგ განაცხადა.

ბაიდენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის არგუმენტაცია უკრაინაში შეჭრის შესახებ „სასაცილოა".

"რუსეთმა ომი უკვე წააგო. მან ვერ მიაღწია თავის პირვანდელ მიზანს. ეს შეუძლებელია",- განაცხადა ბაიდენმა. 

მისივე თქმით, რუსეთის აგრესიაზე შესაბამისი რეაქციის არქონა, შესაძლოა, ჩინეთისთვის ტაივანთან დაკავშირებით გარკვეული გზავნილის მატარებელი იყოს.

"რუსულ აგრესიაზე რეაქციის არარსებობა ჩინეთისთვის ტაივანის მიმართებაში სიგნალიც გახდებოდა. უბრალოდ წარმოიდგინეთ, არაფერი, რომ არ გაგვეკეთებინა? რომ გავჩერდეთ, რა გზავნილს გაუგზავნის ეს ჩინეთს ტაივანთან დაკავშირებით? რა სიგნალს გაუგზავნის ეს მთელ მსოფლიოს?",- დასძინა ბაიდენმა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის შეჭრა უკრაინაში მხოლოდ ევროპული პრობლემა არ არის და ასეთი შეჭრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში არ ყოფილა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics