|
2023-08-17 13:54:46, 653 ნახვა
საზოგადოება
თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა განაცხადების მიღება დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, იძულებით გადაადგილებულ პირებს პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, ხელსაწყოები და ტექნიკა გადაეცემათ. "პროგრამაში ჩართვა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს და იმ დევნილებსა და ეკომიგრანტებს შეუძლიათ, რომელთა პროფესიული საქმიანობა რაიმე სახის დოკუმენტით დასტურდება. დევნილები და ეკომიგრანტები 2000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ თავადვე შეარჩევენ. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული 80-მდე პირი დაფინანსდება. საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 15 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ: • თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა; • გორი, სამების ქ. N1; • რუსთავი, კოსტავას ქ. N20; • ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; • ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106. განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც -info@idp.gov.ge",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)