2023-08-16 10:52:53, 1291 ნახვა
ომი უკრაინაში
მალიარი - უკრაინამ დონეცკის ოლქის სოფელი უროჟაინოე გაათავისუფლა
უკრაინელმა დამცველებმა დონეცკის ოლქის სოფელი უროჟაინოე გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა გაავრცელა.
"უროჟაინოე გათავისუფლდა, ჩვენი დამცველები ხაზებზე არიან დამაგრებულნი. შეტევა გრძელდება", - განაცხადა მალიარმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,