18:11 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-15 21:34:40, 901 ნახვა

მსოფლიო
პუტინი დასავლეთს კონფლიქტების პროვოცირებასა და გაღვივებაში ადანაშაულებს

აგრესორი ქვეყნის რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც უკრაინაში ომი წამოიწყო, ნატოს ქვეყნები მოგების მიზნით ახალი კონფლიქტების პროვოცირებაში დაადანაშაულა. უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე საუბრისას პუტინმა ბრალი, როგორც მან უწოდა "უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში" დასავლეთის სახელმწიფოებზე გადაიტანა.

 „რამდე მიგვიყვანს ცეცხლზე ნავთის დამატების პოლიტიკა, ნათლად ჩანს უკრაინის მაგალითზე. ნეონაცისტურ რეჟიმში მილიარდობით დოლარის გადაყრა, აღჭურვილობის, იარაღის, საბრძოლო მასალის მიწოდება, მისი გაგზავნა. სამხედრო მრჩევლები და დაქირავებულები, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო გაღვივდეს, სხვა სახელმწიფოებიც ჩაერთონ მასში“. - აცხადებს აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი პუტინი.

კონფერენციაზე ასევე ისაუბრა ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ლი შანგფუმ, რომელიც ვიზიტით რუსეთში იმყოფება. ლიმ აღნიშნა ღია კომუნიკაციისა და უთანხმოების გადაჭრის მნიშვნელობა.

"იქნება ავღანეთი, სირია, კორეის ნახევარკუნძული, უკრაინა თუ ირანის ბირთვული საკითხი, ჩინეთი მზად არის ხელი შეუწყოს მშვიდობასა და მოლაპარაკებებს, ასევე უფრო დიდი საერთაშორისო კონსენსუსის შექმნას." - განაცხადა ლი შანგფუმ.

ჩინეთი კიდევ ერთხელ აცხადებს თავის ნეიტრალურ პოზიციას უკრაინის ომში, მაგრამ აშშ-ს და მის მოკავშირეებს რუსეთის პროვოცირებაში ადანაშაულებს. ამავდროულად, პეკინი ინარჩუნებს აქტიურ ეკონომიკურ, დიპლომატიურ და სავაჭრო ურთიერთობებს მოსკოვთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics