13:12 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-15 18:37:54, 1419 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი მელიტოპოლში ჩავიდა და სამხედრო პოზიციები მოინახულა [ვიდეო]

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მელიტოპოლში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი თავადვე ავრცელებს.

პრეზიდენტმა სამხედრო პოზიციები მოინახულა და მეომრებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

"დღეს ჩვენ მუშაობა და ჩვენს მებრძოლებთან შეხვედრები მელიტოპოლის მიმართულებით გავაგრძელეთ. 

ვესტუმრე პოლკოვნიკ პეტრო ბოლბოჩანის მე-3 ოპერატიულ ბრიგადას. ბრიგადა მონაწილეობდა საბრძოლო მისიებში დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, ხარკოვის თავდაცვით ბრძოლებში, ხარკოვის მახლობლად სოფლებისა და ქალაქების გათავისუფლებაში... ამჟამად ის ახორციელებს შეტევით ოპერაციებს ზაპოროჟიეს მიმართულებით. ყველაზე პრობლემური საკითხები ბრიგადის მეთაურთან განვიხილეთ.

გმადლობთ, მეომრებო, თქვენი სამსახურისთვის! გმადლობთ, რომ მტერი მოიგერიეთ და ჩვენი მიწა გაათავისუფლეთ!", - წერს ზელენსკი.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics