|
2023-08-14 13:13:05, 873 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოკუპირებულ აფხაზეთზე - ვფიქრობ, შევძლებთ, რომ დავიბრუნოთ ერთმანეთი
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ემსახურება. ამის შესახებ მან 31 წლის წინ, აფხაზეთის ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. „ძალიან მძიმე დღეა საქართველოს ისტორიაში, როდესაც დაიწყო ომი და დავკარგეთ ტერიტორიები; გვყავს უამრავი გარდაცვლილი ადამიანი - მშვიდობიანი მოსახლეობა და ჯარისკაცები; მივიღეთ ლტოლვილად ქცეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ერთი რამ მინდა ვთქვა: ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას, „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ აქვს აღებული, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთმანეთი დავიბრუნოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება ქვეყნის განვითარებით, გონიერებითა და ეკონომიკური წინსვლით უნდა მოხდეს. „დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ კონსტიტუციაში პირველი, რაც გვიწერია, სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ეს ყველაფერი კი უნდა გავაკეთოთ არა ომით და შუღლით, არამედ განვითარებით, გონიერებით, განათლებით, ეკონომიკური წინსვლით. ვფიქრობ, შევძლებთ, რომ დავიბრუნოთ ერთმანეთი“, - განაცხადა თბილისის მერმა.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)