14:42 - 22 Apr, 2026
|
2023-08-10 21:59:50, 1703 ნახვა
ომი უკრაინაში
დუდა - უკრაინის ძალებში არსებული იარაღის რაოდენობით, უკრაინას არ შეუძლია ომში ბალანსის შეცვლა
უკრაინული ძალების განკარგულებაში არსებული იარაღის რაოდენობის გათვალისწინებით, უკრაინას არ შეუძლია ომში ბალანსის შეცვლა. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. მისივე თქმით, პარტნიორების წყალობით უკრაინას ახლა ბევრად უფრო თანამედროვე სამხედრო პოტენციალი აქვს, ვიდრე რუსეთს, თუმცა, მისი თქმით, ეს საკმარისი არ არის. „კითხვა შემდეგია: აქვს თუ არა უკრაინას საკმარისი რაოდენობის იარაღი, რომ შეცვალოს ომში ბალანსი? პასუხი ალბათ უარყოფითია. მათ ალბათ არ აქვთ საკმარისი იარაღი. ჩვენ ეს ვიცით, რადგან ახლა ისინი არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ განახორციელონ ძალიან გადამწყვეტი კონტრშეტევა რუსი სამხედროების წინააღმდეგ. მოკლედ, მათ მეტი დახმარება სჭირდებათ“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)