00:53 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-10 09:59:25, 977 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვის მერის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდო 2 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა. 

მერმა აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"დაახლოებით, 04:00 საათზე, საზენიტო თავდაცვამ ჩამოაგდო 2 უპილოტო საფრენი აპარატი, რომლებიც დედაქალაქისკენ მიფრინავდა. ერთი დრონი კალუგის ოლქში, ხოლო მეორე ოდინცოვოს რაიონის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს",- დაწერა სობიანინმა Telegram-ზე.

ცნობისთვის, მოსკოვის მერმა დედაქალაქის მახლობლად ორი საბრძოლო დრონის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 9 აგვისტოსაც გაავრცელა. როგორც სერგეი სობიანინმა სოციალურ ქსელში დაწერა, საჰაერო თავდაცვის მიერ ერთი დრონის ჩამოგდება დომოდედოვოს მახლობლად, ხოლო მეორის მინსკის გზატკეცილთან მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics