19:24 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-09 20:54:03, 975 ნახვა

საზოგადოება
თანდილაშვილი შოვზე - სატელიტური მონაცემებით დასტურდება, რომ სტიქიამდე წყლის შეგუბებას მდინარის ხეობაში ადგილი არ ჰქონია

ჩვენს ხელთ არსებული მონიტორინგის სისტემებით, რომელიც დამონტაჟებული გვაქვს როგორც რეგიონში, ასევე რადარული სისტემებით, იქ არ გამოვლენილა ისეთი პროცესი რაზეც ჩვენ შეიძლებოდა რომ წინასწარ გვევარაუდა, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქიის განვითარებას შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი,- ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში შოვის სტიქიასთან დაკავშირებით აცხადებენ.

მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის მტკიცებით, სატელიტური მონაცემებიც  ადასტურებს, რომ ხეობაში წყლის შეგუბებას ადგილი არ ჰქონია.

ამასთან ერთად იგი აღნიშნავს, ადრეული განგაშის სისტემების განვითარება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, კვლევებსა და შეფასებებზე იმისთვის, რომ დადგინდეს, საერთოდ იმუშავებს თუ არა ასეთი ტიპის სისტემები კონკრეტული ტიპის ხეობებში.

"წყლის შეგუბებას მდინარის ხეობაში ადგილი არ ჰქონია, ეს დასტურდება ორი მონაცემის ერთობლიობით. ერთი არის სატელიტური მონაცემები, რომლებიც არ აჩვენებს, რომ იქ რაიმე შეგუბებას ჰქონდა ადგილი და მეორე არის - წყლის დონის მზომი სადგური, რომელიც დაყენებულია 2 მდინარის შესართავზე და გვაწვდის ინფორმაციას ამ მდინარის აუზში არსებული წყლის დონეების შესახებ. მარტივად რომ ვთქვათ, ამ კონკრეტული მდინარე ჭანჭახისთვის, ბუბისწყალიც თავის წილ წყალს ამატებს ჭანჭახს, შესაბამისად, სპეციალისტებმა როდესაც დაითვალეს, აქ ჩვენ მონაცემების ცვლილება არ გვინახავს, წყლის ძალიან რადიკალური კლება, ან მომატება არ გვინახავს სტიქიის პროცესამდე, ეს მოწმობს, რომ გადაკეტვას, ანუ ე.წ. ძლიერ შეგუბებას ხეობის ზედა ნაწილში ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა თანდილაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics