|
2023-08-09 10:36:41, 1388 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას
ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას, უფრო და უფრო მიღწევადს და კარგად გააზრებულს ვხდით მას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ყირიმის გათავისუფლების შემდეგ, დაბრუნდება ეკონომიკური შესძლებლობები, რომელიც 2014 წლიდან აღარ არსებობს. "აშკარაა, რომ ყირიმის ოკუპაციისგან განთავისუფლების შემდეგ, იქ დაბრუნდება ეკონომიკური შესაძლებლობები, ადამიანების პირადი უსაფრთხოება და რეალური თავისუფლების განცდა, რომელიც არ არსებობს 2014 წლიდან. მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა იყოს მხოლოდ აბსტრაქტული - ყირიმის დეოკუპაციის ყველა დეტალს კონკრეტული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. ზუსტად როგორ ბრუნდება ნორმალური ცხოვრება. რას ნიშნავს ეს ყირიმისთვის და მთელი ჩვენი ხალხისთვის. ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვახდენთ ყირიმის დეოკუპაციას უფრო და უფრო მიღწევადს და კარგად გააზრებულს ვხდით მას",- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)