10:11 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-08 20:43:21, 901 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - როდესაც ხელისუფლება გარე მტრის ნაცვლად, წინა ხელისუფლებას უნაწილებს პასუხისმგებლობას, ამას ღალატი ჰქვია

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ აგვისტოს ომის თარიღთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

გიგა ბოკერიას თქმით, როდესაც ნებისმიერი ხელისუფლება ასეთ თარიღს იყენებს არა ქვეყნის მტრის წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზავნილის დასაცავად, არამედ "შიგნით ოპონენტების დემონიზებისთვის და პირდაპირ ან ირიბად მაინც წინა ხელისუფლებას ანუ საკუთარ ქვეყანას უნაწილებს პასუხისმგებლობას მტრის აგრესიაზე, ამ ყველაფერს ღალატი ჰქვია".

„ისეთ აბსურდამდე მიდიან, რომ თითქოს ჩვენს ქვეყანაში მტრის რეგულარული არმიის შემოსვლა კი არ არის ომის დაწყება, არამედ, როცა ღიად გამოჩნდნენ და თავადაც აღიარებენ, რომ მოქმედება დავიწყეთო, ის თარიღია თურმე უფრო საკვანძო. ათასი ბოდვითა და დემაგოგიით ცდილობენ ამის შეკმაზვას.

ხელისუფლება, რომელიც ასეთ დროს და ასეთ საკითხზე გარე მტრის ნაცვლად, ძირითადად საუბრობს საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებზე, თან წინა ხელისუფლებაზე, ამით ქვეყნის ინტერესებს ღალატობს. ამას შვებიან ისინი ყოველ წელს, მათ შორის, ამ თარიღთან დაკავშირებით“ - თქვა გიგა ბოკერიამ

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics