10:11 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-08 20:03:56, 908 ნახვა

პოლიტიკა
ზახაროვა აგვისტოს ომზე - რუსეთი იძულებული გახდა, აგრესორისთვის მშვიდობის იძულების ოპერაცია გაეტარებინა

რუსეთი იძულებული გახდა, გაეტარებინა აგრესორისთვის მშვიდობის იძულების ოპერაცია, - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავს.

მისივე თქმით, 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს სააკაშვილის რეჟიმმა დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება მშვიდობიანი მოგვარების შესახებ და მოახდინა "მოღალატოებრივი თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე".

"დღეს ჩვენ ვიხსენებთ 15 წლის წინ სამხრეთ კავკასიაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს. 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს სააკაშვილის რეჟიმმა ცინიკურად დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება ქართულ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, მოახდინა მოღალატოებრივი თავდასხმა სამხრეთ ოსეთზე. პარალელურად თავდასხმა განხორციელდა რუსი სამშვიდობოების განლაგების ადგილებზე. ამ დანაშაულებრივმა ავანტიურამ გამოიწვია მსხვერპლი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასა და რუსს სამხედროებს შორის. ქართული აგრესიის არაპროვოცირებული ხასიათი მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა, კერძოდ, ევროკავშირის ეგიდით შექმნილი კავკასიის კონფლიქტის მიზეზების გამომძიებელი საერთაშორისო კომისიის ანგარიშში, რომელსაც ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა. იმ დღეების მოვლენები სასწრაფო გადაწყვეტილებებს მოითხოვდა. რუსეთი იძულებული გახდა, გაეტარებინა აგრესორისთვის მშვიდობის იძულების ოპერაცია. 26 აგვისტოს ჩვენმა ქვეყანამ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. უკანასკნელ წლებში ამ ქვეყნებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიულ სახელმწიფოებად ჩამოყალიბებაში", - განაცხადა ზახაროვამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics