|
2023-08-08 18:17:19, 857 ნახვა
პოლიტიკა
კალიურანდი - რუსეთი საქართველოს ტერიტორიებზე უკანონო ყოფნას და მის ოკუპაციას აგრძელებს
ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომის მტკივნეული შედეგები და საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსახლეობის მიერ გაღებული მსხვერპლი. რუსეთი აგრძელებს უკანონო ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე და მის ოკუპაციას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა. მისივე თქმით, აუცილებელია, საქართველომ ფოკუსირება მოახდინოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ნაცვლად იმისა, რომ მოსკოვს მოკლევადიანი ეკონომიკური შესაძლებლობების ძიებაში დაეყრდნოს. "ჩვენ გვახსოვს 2008 წლის ომის მტკივნეული შედეგები და საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსახლეობის მიერ გაღებული მსხვერპლი. რუსეთი აგრძელებს უკანონო ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე და მის ოკუპაციას. აუცილებელია, კონცენტრაცია მოახდინოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიულ მიზანზე, რომელსაც ქართველი ხალხის დიდი მხარდაჭერა აქვს, ნაცვლად იმისა, რომ მოსკოვს დაეყრდნოთ მოკლევადიანი ეკონომიკური შესაძლებლობების ძიებაში, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის არჩეული გზიდან გადაგდებას. ჩვენ გვინდა ვნახოთ, როგორ აძლიერებს საქართველო კავშირებს ევროკავშირთან და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან, ჩვენი საერთო ღირებულებების დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის საფუძველზე", - განაცხადა კალიურანდმა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)