10:11 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-08 17:24:23, 888 ნახვა

პოლიტიკა
სტეფანჩუკი აგვისტოს ომზე - რუსეთმა 15 წლის წინ აგრესიული იმპერიული ამბიციები აჩვენა

15 წლის წინ მსოფლიო უფრო გადამწყვეტად და მკაცრად რომ მოქცეულიყო, რუსეთი ვერ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას, რომლებიც მას არ ეკუთვნის,- ასე ეხმაურება უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავს.

როგორც სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში წერს, რუსეთის ფედერაციამ აგრესიული იმპერიული ამბიციები ჯერ კიდევ 15 წლის წინ აჩვენა.

"15 წლის წინ რუსეთმა დაიწყო შეიარაღებული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. 15 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ უკვე აჩვენა აგრესიული იმპერიული ამბიციები. 15 წლის წინ მსოფლიო უფრო გადამწყვეტად და მკაცრად რომ მოქცეულიყო, რუსეთი ვერ გაბედავდა დამოუკიდებელ ტერიტორიებზე შეჭრას, რომლებიც მას არ ეკუთვნის.

უკრაინა დღეს მომავლისთვის იბრძვის იმის წინააღმდეგ, ვინც ყოველთვის ცდილობდა ამ მომავლის დანგრევას. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით - გადამწყვეტი და კოორდინირებული ნაბიჯებით დავამარცხებთ აგრესორს და დავამყარებთ მშვიდობას ევროპაში",- წერს რუსლან სტეფანჩუკი Twitter-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics