|
2023-08-07 20:31:16, 1330 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - უკრაინაში ამჟამინდელი დისპოზიციის პირობებში, ომის გაყინვის ნებისმიერი სცენარი პუტინის პირადი ტრიუმფი იქნება
უკრაინაში ამჟამინდელი დისპოზიციის პირობებში, ცეცხლის შეწყვეტისა და ომის გაყინვის ნებისმიერი სცენარი იქნება მხოლოდ რუსეთის ფაქტობრივი გამარჯვება და პუტინის პირადი ტრიუმფი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, ასეთი სცენარი დასავლური მსოფლიოს დიდი დამარცხება და უსაფრთხოების არსებული გლობალური წესრიგის დასასრული იქნება. „ომის გაყინვა არ გახდება მისი დასასრული და არ შეამცირებს უკრაინელი ხალხის ტანჯვას. მოსკოვი ნახევარ უკრაინას თუ დაიტოვებს და შესვენებაზე გავა, ის შემდეგი რაუნდისთვის მზადებას დაიწყებს. როგორც კი წამყვან დასავლურ ქვეყნებში შეიცვლებიან პოლიტიკური ლიდერები, ომი დაბრუნდება – უფრო მასშტაბური, სისხლიანი და მომზადებული. ასეთ შემთხვევაში, გამოფიტული უკრაინა ამ რაუნდს უფრო ცუდ მდგომარეობაში შეხვდება და ნაკლები აშკარა პერსპექტივებით, ვიდრე შეიძლებოდა, თუ მხოლოდ ნატო-ს ლიდერები არ შეიცვლიან თავიანთ პოზიციას და არ გამოავლენენ პოლიტიკურ ნებას საგანგებო წევრობასთან დაკავშირებით. როგორია დასკვნა? არანაირი მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარე დისპოზიციაში არ შეიძლება. სტატუს კვო ბრძოლის ველზე უნდა შეიცვალოს. ეს ნიშნავს მეტ იარაღს, რაკეტას და თვითმფრინავს“, - წერს პოდოლიაკი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)