2023-08-03 12:33:48, 1468 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა ხერსონში ეკლესია დაბომბეს - არიან დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ცენტრში მდებარე წმინდა ეკატერინეს სახელობის ეკლესია დაბომბეს. აღნიშნული ინფორმაცია ოლქის რეგიონულმა სამხედრო ხელმძღვანელმა, ოლექსი პროკუდინმა Telegram-ზე გაავრცელა.
შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი - 3 მგზავრი და 4 მაშველი დაშავდა.
"დაშავდა ტროლეიბუსის 3 მგზავრი, რომელიც რუსული თავდასხმის დროს ტაძრის წინ მიდიოდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს",- წერს პროკუდინი სოციალურ ქსელში.
რაც შეეხება მაშველებს, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი დაბომბვის შედეგად გამოწვეული ხანძრის ჩაქრობისას, განმეორებითი თავდასხმის დროს დაშავდნენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,