12:58 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-03 12:26:35, 712 ნახვა

პოლიტიკა
ისკო დასენი განცხადებას ავრცელებს

უმრავლესობის წევრი ისკო დასენი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მხრიდან, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებული მასშტაბები მიიღო ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ წარმოებულმა დეზინფორმაციის კამპანიამ. ამჯერად, ამ კუთხით გამოირჩა ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელმაც არაპროფესიონალურად, ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევით, მტკიცებულებების გარეშე, გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე მეკუთვნის ე.წ. ქოლცენტრი, სადაც ადამიანები ევროპელი პენსიონერების ფულის მითვისებით არიან დაკავებული. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს არის უსინდისო ტყუილი, რომელიც არ ეფუძნება არანაირ მტკიცებულებას, „ფორმულასთვის“ ე.წ. წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გარდა.

ასევე ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებს ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩემთან დაკავშირების მცდელობაც კი არ ჰქონიათ. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, რომ ეს აბსურდული ტყუილი რეაგირების გარეშე დავტოვო. ჩემი იურისტები უკვე ამზადებენ სარჩელს „ფორმულას“ წინააღმდეგ, რომელსაც უახლოეს დღეებში შევიტანთ სასამართლოში. ასევე, ამ ტელევიზიის წინააღმდეგ მზადდება სარჩელი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში შესატანად. ყველამ, ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ ე.წ. ქოლცენტრებთან არანაირი კავშირი არ მაქვს და „ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშუალებების მხრიდან წამოსული ეს ბინძური ტყუილი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩირქი მოსცხონ ჩემს რეპუტაციას, ამავდროულად კი დააზიანონ „ქართული ოცნება“, რადგან მმართველი გუნდის წევრი ვარ“, - აღნიშნულია დასენის განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics