20:26 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-02 16:41:36, 916 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - თურქეთი „მარცვლეულის შეთანხმების“ გასაგრძელებლად ინტენსიურ ძალისხმევას განაგრძობს

თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი განაგრძობს ინტენსიურ ძალისხმევასა და დიპლომატიურ მიდგომას "შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების“ გასაგრძელებლად.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმების დიდი ხნით შეჩერება "სარგებელს არავის მოუტანს".

"პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, რომ არ უნდა გადაიდგას ნაბიჯები რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაძაბულობის ესკალაციისთვის. მან ხაზი გაუსვა "შავი ზღვის ინიციატივის" მნიშვნელობას, რომელსაც ის "მშვიდობის ხიდად" მიიჩნევს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის ინიციატივის გრძელვადიანი შეწყვეტა არავის სარგებელს არ მოუტანს და რომ ყველაზე მეტად მარცვლეულისა და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები დაზარალდებიან.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს ინტენსიურ ძალისხმევასა და დიპლომატიას "შავი ზღვის ინიციატივის" გაგრძელებისთვის", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics