|
2023-08-02 14:13:39, 1032 ნახვა
პოლიტიკა
ბჟანია - თუ ღირსეულად მივიღეთ ლაინერი „კნიაზ ვლადიმირი“, Astoria Grande-სთვისაც მოიძებნება ადგილი
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ სოხუმის საზღვაო პორტი ტექნიკურად მზად არის, Astoria Grande-ს ტიპის გემები მიიღოს. ამის შესახებ ბჟანიამ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ გამოცემა TASS-თან ისაუბრა. როგორც TASS-ი წერს, ე.წ. პრეზიდენტი რუს ტურისტებს აფხაზურ სტუმართმოყვარეობასა და "თბილად დახვედრას" ჰპირდება. "რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით და გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით. ზაფხულში საკრუიზო ლაინერების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება. თუ ღირსეულად მივიღეთ ლაინერი "კნიაზ ვლადიმირი", Astoria Grande-სთვისაც მოიძებნება ადგილი",- ამბობს ბჟანია. შეგახსენებთ, სოჭიდან გამოსული საკრუიზო ლაინერი ASTORIA GRANDE ბათუმის პორტში ორჯერ - 27 და 31 ივლისს შევიდა. ორივე შემთხვევაში, გემმა ნავსადგური საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე, დროზე ადრე დატოვა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)