|
2023-08-01 21:43:21, 1094 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ქვეყნის მთავარი პროვოკაცია, ქაჯობა და ქაჯი არის ივანიშვილის მიერ ხელდასმული რუსული რეჟიმი
თუ რამე არის პროვოკაცია და თუ რამე არის ქაჯობა, თუ ვინმეა ქაჯი და პროვოკატორი, არის „კაკებეშნიკის“ ოჯახში გამოწრთობილი ირაკლი კობახიძე, რომელიც კარგად ასრულებს რუსულ ინსტრუქციებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ჩამოსული რუსები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღიქმებიან, როგორც ტურისტებად და ქვეყნის კეთილმოსურნეებად. “თუ რამე არის პროვოკაცია და თუ რამე არის ქაჯობა, თუ ვინმეა ქაჯი და პროვოკატორი, არის „კაკებეშნიკის“ ოჯახში გამოწრთობილი ირაკლი კობახიძე, რომელიც კარგად ასრულებს რუსულ ინსტრუქციებს. ცხადია, მისთვის პროვოკაციულია შეკითხვაა. „არის თუ არა აფხაზეთი საქართველო“ - ეს კითხვაც არ უნდა ისმებოდეს, მაგრამ ოკუპანტის, პუტინისტის მიმართ კითხვა ლოგიკურია. რომ გეუბნებიან, სტუმრები არიან და ამასობაში არ აღიარებენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ცხადია, ვერ ჩაითვლებიან ჩვენს ტურისტებად და კეთილმოსურნეებად. ამიტომ მთავარი პროვოკაცია ამ ქვეყნის, ქაჯობა და ქაჯი არის ივანიშვილის მიერ ხელდასმული რუსული რეჟიმი.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)