12:58 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-01 18:15:59, 1030 ნახვა

პოლიტიკა
კინზინგერი კობახიძეს - რამდენს გიხდიან რუსები, რომ მათ დასაცავად სული გაყიდო?

ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

კინზინგერი ირაკლი კობახიძეს ახსენებს, რომ რუსეთმა მისი მოქალაქეები მოკლა და ამ დრომდე ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20% და უსვამს შეკითხვას, თუ რამდენს უხდიან, მას იმისთვის, რომ "სული გაყიდოს".

"რუსეთმა მოკლა შენი მოქალაქეები და ოკუპირებული აქვს შენი ქვეყნის 20%. რამდენს გიხდიან ისინი, რომ მათ დასაცავად სული გაყიდო? თმა შეიჭერი ირაკლი და შენს სულში ჩაიხედე. დახმარება გჭირდება", - წერს კინზინგერი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოსაზრება, რომელიც აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რუსების შემოსვლასთან დაკავშირები განაცხადა, ქართველი ხალხი არ იზიარებს და დასძინა, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ბათუმში სოჭიდან საკრუიზო ლაინერის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა: "არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics