12:57 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-01 12:31:33, 740 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე დეგნანზე - ხალხის სახელით საუბარი არ არის ელჩის საქმე, მით უმეტეს, როცა 150 „ნაციონალის“ აქციას აფასებ

ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.

როგორც კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ელჩის მოსაზრებას ქართული საზოგადოებ არ იზიარებს.

"რაც თქვა კელი დეგნანმა, ასე არ ფიქრობენ საზოგადოების წარმომადგენლები, რომ არცერთი რუსი არ უნდა შემოვიდეს საქართველოში...  და ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე, მით უმეტეს, როცა აფასებ 150 "ნაციონალის" აქციას და ამას არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს, ეს ხომ გაუგებარია. იგივე თქვა სალომე ზურაბიშვილმა, იგივე თქვა ერთ-ერთმა ელჩმა, საზოგადოება შეაფასებს ამ ყველაფერს, ეს უბრალოდ არასწორია", - თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ბათუმში სოჭიდან საკრუიზო ლაინერის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა: "არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics