14:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-01 09:20:20, 601 ნახვა

პოლიტიკა
გავაგრძელებთ შემდგომი ნაბიჯების მონიტორინგს - სახდეპი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე

ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომი ნაბიჯების მონიტორინგს,- ასე პასუხობენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ყველა ატივობა გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობის შესაბამისად შესრულდეს. 

"არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო საქართველოში სხვა ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ინვესტირების ან ჩართულობის. ჩვენი შეშფოთება კი დაკავშირებულია შემდეგთან: უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აქტივობები განხორციელდება გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის შესაბამისად, მდგრადი დაფინანსებით და დახმარების მიმღებთა ავტონომიის პატივისცემით, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი სახის პოლიტიკური პირობები. საბოლოო ჯამში, ქვეყნები მიიღებენ საკუთარ სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ ვისთან სურთ ბიზნესის კეთება ან ინვესტირება. თუმცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად იძლევა დაპირებებს დიპლომატიური აღიარებების სანაცვლოდ, რომელიც საბოლოოდ შეუსრულებელი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომი ნაბიჯების მონიტორინგს",- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გამოცემა "აქცენტის" შეკითხვის პასუხად.

შეგახსენებთ, საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში განაცხადეს. ორმა ქვეყანამ აღნიშნულთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებაც გამოაქვეყნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics