14:07 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 16:48:03, 614 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - დღეს განვითარებული მოვლენები ოპოზიციის მიერ არის ორგანიზებული და მას პოლიტიკური ხასიათი აქვს

საქართველო ყველა საერთაშორისო შეთანხმებას იცავს ძალიან მკაფიოდ, ამაზე ჩვენმა სტრატეგიულმაპარტნიორებმა განაცხადეს - რომ საქართველოში საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ ფიქსირდება. მათ შორის, სანქციებთან მიმართებაში გადამოწმებულ იქნა პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც საქართველოში შემოვიდა, - აცხადებს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საბაჟო სტრუქტურებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს, რის საფუძველზეც დასტურდება, რომ არც გემის მფლობელი და არც თავად გემი სანქცირებული არ არის. რაც შეეხება დღეს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, მისი შეფასებით, აქცია ოპოზიციის მიერ არის ორგანიზებული და მას პოლიტიკური ხასიათი აქვს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანმიმდევრულები ვიყოთ ჩვენს განცხადებებში და ჩვენს პოლიტიკაში, თანმიმდევრულობა კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივესალმებით საქართველოში ტურიზმის განვითარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლებსა და მის კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ ასეთ უპასუხისმგებლო აქციებზე - ის ორგანიზებულია უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან და არის სუფთად პოლიტიზებული აქცია", - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

ამასთან, მისი შეფასებით, ეს პოლიტიკური ძალები მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით ახერხებენ, ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებები განახორციელონ და ამით ხელი შეუშალონ არამარტო ტურიზმის განვითარებას, არამედ ზოგადად სტაბილურობის უზრუნველყოფას. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეს პირდაპირ უშლის ხელს ეკონომიკურ კეთილდღეობას და ქვეყნის მოსახლეობის და მთლიანად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს არის ყოვლად მიუღებელი, ჩვენი თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და კიდევ ერთხელ მინდა, ხელმოცარულ ოპოზიციას მოვუწოდო, რომ თავი შეიკავონ მსგავსი უპასუხისმგებლო ქმედებებისგან, ეს წარმატებული ვერასოდეს იქნება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა დესტრუქციულ პოლიტიკას მხარს არ დაუჭერს, ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, რომ საქართველოში უზრუნველვყოთ სტაბილური გარემო ეკონომიკური განვითარებისთვის, რაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ტურიზმს აქვს. რაც შეეხება იმას, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება - ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი როგორც საერთაშორისო საზოგადოებთან, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან", - აცხადებს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics