14:06 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 14:47:25, 546 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - მივესალმები ჩინეთში პრემიერის ვიზიტს და საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინიტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ვიზიტს საქართველოსთვის სასარგებლო ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.  

მისი თქმით, პრემიერის ვიზიტი საფუძველს უყრის ქვეყნისთვის ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნას. 
 
„მივესალმები აღნიშნულ ვიზიტს. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა პრემიერ-მინისტრს. მნიშვნელოვანია, საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. ძალიან დიდი შესაძლებლობებია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რომ ინვესტიციები წამოვიდეს საქართველოში, უფრო დიდი თანხები ჩაიდოს, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას. ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი განცხადებები და გზავნილები გაკეთდა.  რა თქმა უნდა, ამას კონკრეტული შედეგები მოჰყვება, სადაც გათვალისწინებული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესები. საქართველო და ქართველი ხალხი კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics