|
2023-07-31 14:38:16, 634 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე - ეს პროტესტი საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში ნებისმიერი ეროვნების ტურისტის ჩამოსვლა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება, "მთავარია, ყველამ დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია". ამის შესახებ კახა კალაძემ ბათუმის პორტში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ მედიას განუცხადა. „საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის. ეს შეიძლება იყოს რუსი, ევროპელი, ამერიკელი. პრობლემას ვერ ვხედავ. ჩამობრძანდნენ, მთავარია, ყველამ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, დაიცვას კანონი. დახარჯონ თანხები, ეს ფული ხომ საქართველოს ეკონომიკაში მიდის. ეს პროტესტი ისევ და ისევ საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული. არ სიამოვნებთ, რომ ქვეყანაში მშვიდობაა“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, საქართველოს პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში და იცავს საქართველოში მყოფ ნებისმიერ მოქალაქეს. „საქართველოს პოლიცია კანონის ფარგლებში დაიცავს ყველას - ეს იქნება რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის თუ ამერიკის მოქალაქე. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს და საქართველოს პოლიციას. ისინი ყოველთვის დგანან მშვიდობის სადარაჯოზე. თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)