02:04 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 08:53:49, 610 ნახვა

საზოგადოება
ASTORIA GRANDE ბათუმშია

საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმშია. გემი ქალაქის ნავსადგურში დღეს გამთენიისას, დაახლოებით, 06:00 საათზე საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა.

ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტეს და საკრუიზო ლაინერიდან რუსი ტურისტების გამოსაყვანად მისული ავტობუსი პორტთან არ მიუშვეს.

მანამდე, საპროტესტო აქცია ნავსადგურთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ პროტესტის რამდენიმე მონაწილეც დააკავა.

შეგახსენებთ, ტურისტული მოგზაურობის აღწერაში მითითებულია, რომ ბათუმში გემით რუსული ტელეკომპანია RU.TV-ის წამყვანები და რუსული ესტრადის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ბორტზე არიან მომღერლები: დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი, ტესტოსტერონი, ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი. ASTORIA GRANDE-ს საკრუიზო მოგზაურობა 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით პერიოდსა და მარშრუტს - სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული-სოჭი მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ ASTORIA GRANDE-მ საქართველოს ზღვისპირეთში ერთი მოგზაურობა უკვე მოაწყო. საკრუიზო ლაინერი, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისს შევიდა. აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა. ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ იმავე დღეს საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics