|
2023-07-31 05:11:36, 649 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - თქვენ გიცავთო და ვისგან გვიცავენ, პუტინისტებისგან?
"გდდ, რობოკოპები, პოლიცია, ყველაფერი აქ ჰყავთ... თქვენ გიცავთო და ვისგან გვიცავენ, პუტინისტებისგან?", - ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ბათუმში მიმდინარე აქციაზე საუბრობს. "არ დავუთმობთ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანას. გავაგრძელებთ მართლა ბოლო ამოსუნთქვამდე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ კარგად დაინახა ამ ხელისუფლების რუსული სახე. ჩვენ გვინდა ახლა, წარმოიდგინეთ, ქალაქში ვართ, ბათუმში, სადაც ტურისტულ მექად იქცა პრეზიდენტ სააკაშვილის დროს, 6 მილიონამდე ტურისტი ჩამოდიოდა ბათუმში და დღეს რუსებით გადავსებულია აქაურობა, რომლებიც აქ სახლდებიან. პუტინისტებით, რასაკვირველია, ნახევარზე მეტი დივერსანტია. აი ისეთი დამოკიდებულებით, გემიდან რაც გვაჩვენეს ზუსტად. აი ეგეთი პუტინისტები შემოჰყავთ. არ გვინდა, ვერ შევეგუებით... გდდ, რობოკოპები, პოლიციის ძალიან დიდი რაოდენობა, ყველაფერი აქ ჰყავთ მოყვანილი. რას იცავთო, რომ კითხო, გვეტყვიან, თქვენ გიცავთო და ვისგან გვიცავენ, პუტინისტებისგან? რცხვენიათ, ხომ არ გეტყვიან რუსებს ვიცავთო. ჩვენ უნდა გვაგინონ ამ რუსებმა, გვითხრან, რომ აფხაზეთი რუსეთია და რუსეთის გუბერნია ვართ და ეს ხალხი ჩამოვიდეს და ესენი წითელი ხალიჩით უნდა დახვდნენ, - ამბობს ხაბეიშვილი. ბათუმის პორტთან ამ დრომდე ხმაური და დაძაბულობაა. მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რუსულ საკრუიზო გემს, "ასტორია გრანდეს" ხვდებიან, რომელმაც ქვეყანაში 800-ზე მეტი რუსი და პუტინის პროპაგანდისტი უნდა შემოიყვანოს.
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაული არჩევნებზე - მოქმედი მოსამართლე პროკურატურისგან გამოძიებას ითხოვს
კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)