2023-07-30 16:36:49, 1024 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის რაიონებში ძლიერი ქარიშხლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა - არიან დაშავებულებიც
რუსეთის რაიონებში ძლიერი ქარიშხლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 76 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
მარი-ელის რეგიონში ერთ-ერთ ბანაკში 8 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.
ამასთან ერთად, ქარიშხალმა რვა რეგიონში დაახლოებით დაახლოებით 50 შენობა დააზარალა, 100 000-მდე ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრომ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ მოერიდონ ხეებსა და არასტაბილურ შენობებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,