|
2023-07-28 17:10:24, 862 ნახვა
პოლიტიკა
კინზინგერი - პრემიერი ღარიბაშვილი საკუთარ ერს ანადგურებს
ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ეხმაურება. კონზინგერმა სოციალურ ქსელში ვიზიტთან დაკავშირებით მცირე განცხადება გაავრცელა. "პრემიერი ღარიბაშვილი ანადგურებს საკუთარ ერს",- წერს კინზინგერი Twitter-ზე. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთში ვიზიტით იმყოფება, ვიზიტის ფარგლებში ის ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრისას ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. ამასთან, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია და დასძინა, რომ გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმადაც საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რითაც ორი ქვეყნის ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)