16:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-28 15:23:50, 907 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - ბათუმში საკრუიზო ლაინერის შემოსვლას მოქალაქეებისგან ბუნებრივი რეაქცია მოჰყვა

რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლას ბათუმში მოჰყვა რეაქცია საქართველოს მოქალაქეებისგან და ვფიქრობ, ეს რეაქცია ბუნებრივი იყო,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

დეგნანის თქმით, „ქართველები არაჩვეულებრივი, სტუმართმოყვარე ხალხია, მაგრამ არავინ უნდა ელოდოს, რომ ეს ხალხი სიამოვნებით დახვდება ადამიანებს, რომლებმაც მათი მიწების ოკუპაცია მოახდინეს“.

„რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლას ბათუმში მოჰყვა რეაქცია საქართველოს მოქალაქეებისგან და ვფიქრობ, ეს რეაქცია ბუნებრივი იყო. ქართველები არაჩვეულებრივი, სტუმართმოყვარე ხალხია, მაგრამ არავინ უნდა ელოდოს, რომ ეს ხალხი სიამოვნებით დახვდება აქ ადამიანებს, რომლებმაც მათი მიწების ოკუპაცია მოახდინეს და ხელს უშლიან ადამიანებს, რომ სახლში დაბრუნდნენ. ამიტომ, ვთვლი, რომ ხალხის ასეთი რეაქცია არავის უნდა უკვირდეს“,- განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში გუშინ, 27 ივლისს შემოვიდა.

აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა.

ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ გუშინვე საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics