03:00 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-28 14:59:47, 883 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - თურქული წამლები საქართველოში არ გაძვირდება

თურქული წამლები საქართველოში არ გაძვირდება. აღნიშნულ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრეცელებს.

უწყების ცნობით, ქართული კომპანიები, თურქულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტის შეძენასა და იმპორტს ისევ დაბალ ფასად შეძლებენ.

"თურქეთის რესპუბლიკაში, მედიკამენტებისთვის ევრო/ლირის ფიქსირებული გაცვლითი კურსის გადახედვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ აისახება საქართველოში იმპორტირებული თურქული მედიკამენტის ფასზე. 

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ლარის კურსი, თურქულ ლირასთან მიმართებით, 2023 წლიდან 46%-ით არის გამყარებული. შესაბამისად, ლარის გამყარების ფონზე, თურქეთში გაძვირებული წამლები საქართველოში მედიკამენტების ფასზე გავლენას ვერ იქონიებს და ქართული კომპანიები, თურქულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტის შეძენას და იმპორტს ისევ დაბალ ფასად შეძლებენ. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთში მედიკამენტების ფასები 2022 წელს რამდენჯერმე დაკორექტირდა, თუმცა ლირასთან მიმართებით, ლარის კურსის გამყარების გამო, აღნიშნულ გადაწყვეტილებას, საქართველოში, თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ღირებულებაზე გავლენა არ მოუხდენია. 

თურქული ფარმაცევტული ბაზარი, საქართველოსთვის, 2022 წლის იანვარში გაიხსნა. შედეგად, მედიკამენტების ფასები 70-80%-ით გაიაფდა. თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე ზოგავს",- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics