2023-07-27 13:47:29, 1009 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ტურისტული ვერტმფრენი ჩამოვარდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები [ვიდეო]
რუსეთში, ალტაის რესპუბლიკაში ტურისტული ვერტმფრენი ჩამოვარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Interfax ავრცელებს.
Interfax-ის ცნობით, შემთხვევის შემდეგ დაიღუპა 6 ადამიანი, ხოლო 7 დაშავდა.
მედიის ცნობითვე, Mi-8 ტიპის ვერტმფრენი, რომელსაც რუსი ტურისტების ჯგუფი გადაჰყავდა, დაშვებისას ელექტრონულ სადენებს გამოედო და სოფელ ტუნგურთან ჩამოვარდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებემ, ბორტზე 15 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 12 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,