17:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-27 13:15:15, 752 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე „ნაცმოძრაობაზე“ - რეალურად პარტიის ხელმძღვანელი დღეს მერაბიშვილ-კეზერაშვილის დუეტია

ჯერ კიდევ, როდესაც ხაბეიშვილი მოიაზრებოდა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარედ, როდესაც გადაწყვეტილი ჰქონდათ ნიკა მელიას „გაწევა“, რა თქმა უნდა, აქ მთავარი ფიგურანტი იყო მერაბიშვილი-კეზერაშვილის დუეტი, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით შესაძლო დაპირისპირებას და პარტიის არაფორმალური მართვის თემას ეხებოდა.

კალაძის თქმით, ნიკა მელიას სამომავლო გეგმები უცნობია, თუმცა ყველასთვის  აშკარაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული შიდა დაპირისპირება.

„ნიკა მელია მთლიანად ასოცირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ყველა არჩევნებზე ამ პარტიის სახელით გამოდიოდა. ყველა ის ცვლილება, რაც განხორციელდა მისი გადაყენებით, ხაბეიშვილის არჩევით, შიდა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. როგორც იკვეთება, არ ერიდებიან და ერთმანეთს პირდაპირი ეთერიდან ესაუბრებიან. ვერ გეტყვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნიკა მელია, რა დამოკიდებულება და განწყობა ექნება მომავალში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ისევ მას უნდა ჰკითხოთ. თვითონაც არ ერიდებათ და ღიად საუბრობენ ამ ყველაფერზე. პარტიაში მთავარი ფიგურანტი მერაბიშვილი-კეზერაშვილის დუეტი იყო. ხაბეიშვილი მათ ჰყავდათ ფიგურად, რომელსაც წარმოაჩენდნენ თავმჯდომარედ. რეალურად, პარტიის ხელმძღვანელობაში დღეს მერაბიშვილ-კეზერაშვილის დუეტია. პარტიაში მიმდინარე შიდა პროცესებს ყველა კარგად ვხედავთ. უბრალოდ, არ მინდა სხვა პოლიტიკური პარტიის შიდა თემებში ჩავერიო, ეს მათი პრობლემაა. მათი გადასაწყვეტია, თუ რას გააკეთებენ, როგორ იმოქმედებენ და როგორ გააგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics