|
2023-07-27 09:48:10, 1329 ნახვა
მსოფლიო
იტალიის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
იტალიის სენატმა 1932-1933 წლებში მომხდარი ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. შესაბამისი რეზოლუცია იტალიის პარლამენტის ზედა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, 1932-1933 წლებში სსრკ-მა იოსებ სტალინის მეთაურობით “მიზანმიმართულად გამოიწვია შიმშილი, რომელსაც მილიონობით ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, უმეტესწილად გლეხებისა და მცირე მიწათმფლობელების” უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაში. აღსანიშნავია, რომ ჰოლოდომორის უკრაინული ერის გენოციდად აღიარების თაობაზე რეზოლუციას 130-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 4-მა თავი შეიკავა, წინააღმდეგ კი არც ერთი წასულა. “ჰოლოდომორისა და უკრაინული ერის წინააღმდეგ საბჭოური დანაშაულების შესახებ ხსოვნა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იღებს დღეს რუსული შეჭრისა და უკრაინული ეროვნული იდენტობის წაშლის მცდელობების ფონზე”,- აღნიშნულია რეზოლუციაში. შეგახსენებთ, რომ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად სხვადასხვა დროს სხვდასხვა ქვეყნებმა აღიარეს, მათ შორისაა გერმანია, რომელმაც ეს გადაწყვეტილება 2022 წლის 1-ელ დეკემბერს მიიღო. ამავე წლის 15 დეკემბერს ჰოლოდომორის გენოციდად აღიარების შესახებ ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა. ევროპარლამენტის შემდეგ, უკრაინელი ხალხის გენოციდად ჰოლოდომორი 2022 წლის 23 მარტს ისლანდიამ, 2023 წლის 29 მარტს საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ (ეროვნულმა ასამბლეამ), 23 მაისს სლოვენიის პარლამენტმა, 25 მაისს ბრიტანეთის პარლამენტმა, 14 ივნისს ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატამ, 28 ივნისს ხორვატიის პარლამენტმა, 7 ივლისს კი, ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატამც აღიარა. რა იყო ჰოლოდომორი? მასობრივი შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით, 2,2 მილიონი ადამიანი შეიწირა. 2006 წელს უკრაინის პარლამენტმა ჰოლოდომორი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად შეაფასა. შიმშილობა გამოწვეული იყო პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში. არსებობს მოსაზრება, რომ ჰოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად და ამგვარად, იურიდიული თვალსაზრისით გენოციდად შეიძლება ჩაითვალოს. სხვა მოსაზრებით, ჰოლოდომორი საბჭოთა ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებული რადიკალური ეკონომიკური ცვლილებებით გამოწვეული ტრადიციული შინამეურნეობების მოშლის შედეგი იყო. მსხვერპლნი იყვნენ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ რუსები, ყაზახები, ვოლგის გერმანელები და სხვები.
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)