17:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-25 13:23:13, 517 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ერთია, როდესაც გაქვს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები, მაგრამ სხვაა, როცა ცდილობ, შენი ქმედებებით დააზიანო ქვეყნის ევროპული მომავალი

„როდესაც გაქვს მცდელობა, შენი გადადგმული ნაბიჯებით დააზიანო ქვეყანა, მისი იმიჯი და მომავალი, ეს არის მოღალატეობრივი ქმედებები“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს.

თბილისის მერის თქმით, მსგავსი ქმედებები მოღალატეობრივია და ხელს უშლის ევროინტეგრაციის პროცესს. 

„პირველი, მინდა ვთქვა რომ აღნიშნული კანონით, რომელიც რუსულ კანონად იყო შერაცხული, ძალიან ბევრი რამ გაირკვა. გაირკვა, რაზეც რამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ მიმდინარეობდა მიზანმიმართული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, რაც ძალიან ცუდია და დამაზიანებელი. მერე რა, შეიძლება დღეს ოპოზიციაში იყვნენ და ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ როდესაც გაქვს მცდელობა, შენი გადადგმული ნაბიჯებით დააზიანო ქვეყანა, მისი იმიჯი და მომავალი, ეს არის მოღალატეობრივი ქმედებები, რაც  ძალიან სამწუხაროა, საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და აღნიშნული დოკუმენტაციით, რომელიც იქნა გამოქვეყნებული, კიდევ უფრო მეტი  ინფორმაცია მიეწოდა საზოგადოებას“,- აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძე, ასევე,  გამოეხმაურა სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს თანამშრომლის ლობისტურ კომპანიასთან სავარაუდო კომუნიკაციის ფაქტს  და აღნიშნა, რომ "ამაზე აუცილებელია ახსნა-განმარტებები, თავად პროცესში ქართველი პოლიტიკოსების მონაწილეობა კი ძალიან დამაზიანებელია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის".    

„ძალიან ცუდია და მძიმე, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი ჩართულია ასეთ ქმედებებში, ამას  სჭირდება ახსნა-განმარტებები და კითხვებზე პასუხები. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, როდესაც არის მცდელობა ქვეყნის გაშავების, რომ ქვეყანა დაასანქცირონ. მე საუბარი არ მაქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე და საელჩოს თანამშრომელზე, უფრო გამაღიზიანებელი, დამაზიანებელი და ძალიან მძიმეა, როდესაც ამ  ყველაფერში შენი ქვეყნის მოქალაქეები და პოლიტიკოსები არიან ჩართული, როგორმე   როგორმე დააზიანონ ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. საზოგადოება ყველა იმ  პოლიტიკურ პარტიას, ვინც ასეთ ქმედებებში იღებს მონაწილეობას მთელი ამ წლების განმავლობაში,  როგორც ყველა არჩევნებზე, ასევე  2024 წლის არჩევნებზე  გასცემს შესაბამის პასუხს,"- განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics