19:38 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-25 09:48:15, 884 ნახვა

პოლიტიკა
მილერი - მთავრობის პასუხისმგებლობაა, სააკაშვილის სამედიცინო დახმარება უზრუნველყოს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის საქმეს, ძალიან გვაწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მილერის თქმით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დახმარება, რომელიც მას ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად სჭირდება.

„საქართველოს მთავრობას, როგორც საჯაროდ, ასევე პირადად არაერთხელ ვუთხარით, რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდება ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმის ძალიან მჭიდრო მონიტორინგს“,- განაცხადა მილერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics