2023-07-24 14:18:19, 940 ნახვა
მსოფლიო
ინდონეზიაში სამგზავრო გემის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიაში, კუნძულ სულავესის მახლობლად სამგზავრო გემი ჩაიძირა. მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა.
მაშველებმა 6 პირის გადარჩენა მოახერხეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები, რომელშიც 3 გასაბერი და ორი სათევზაო ნავი, ასევე 6 მყვინთავია ჩართული.
სამგზავრო გემი, რომელიც 20 ადამიანისთვის იყო განკუთვნილი, 40 მგზავრით ბუტონის პროვინციის სოფელ ლანტოდან ახლომდებარე სოფელ ლაგილიში მიემგზავრებოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,