2023-07-23 16:42:41, 867 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში ხიდის ჩამონგრევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულები და დაკარგულები
საბერძნეთის ქალაქ პატრას შესასვლელთან ხიდი ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა, 2 კი დაკარგულად ითვლება.
ბერძნული მედიის ცნობით, დაშავებულთაგან 2 ხიდის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული მუშაა.
არსებობს ინფორმაცია, რომ ხიდის ქვეშ, შესაძლოა, 5-6 ადამიანი იყოს მოყოლილი.
ბერძნული მედია წერს, რომ 2021 წლიდან ხიდზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ხიდს მნიშვნელოვანი ეროზიის ნიშნები აღენიშნებოდა და მონაკვეთები ეტაპობრივად რემონტდებოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,