19:33 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-23 13:32:29, 1069 ნახვა

პოლიტიკა
ცაგარეიშვილი IMF-ის შეფასებაზე - ეროვნული ბანკის და მთავრობის საქმიანმა დამოკიდებულებამ მოიტანა შედეგი, რაც ახლა გვაქვს და ეს შეაფასეს სავალუტო ფონდში

ეროვნული ბანკის და მთავრობის საქმიანმა, პარტნიორულმა დამოკიდებულებამ მოიტანა მათ შორის, ეს შედეგი, რაც ახლა გვაქვს და ეს შეაფასეს სწორედ სავალუტო ფონდში,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის საქართველოში ვირტუალური ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ შეფასებას, რომლითაც  2023 წლის იანვარი-მაისის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა.

როგორც ცაგარეიშვილი აღნიშნავს, მომავალშიც გაგრძელდება მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობა სავალუტო ფონდთან.

„ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან მჭიდრო, საქმიან ურთიერთობას სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან, რომელთა წვლილიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში საკმაოდ დიდია ამ წლების მანძილზე. ეს საქმიანი ურთიერთობები მომავალშიც გაგრძელდება. რამდენიმე ხნის უკან ეროვნულ ბანკში განხორციელებული რეფორმებიც ამას ემსახურება, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობა უფრო გამჭვირვალე, საქმეზე ორიენტირებული გახდეს და ეროვნული ბანკი, როგორც ქვეყნის საფინანსო, საკრედიტო პოლიტიკაზე ზედამხედველი და პასუხისმგებლობიანი ბანკი, იყოს ყველა იმ ინსტრუმენტით აღჭურვილი, რაც მისთვის არის აუცილებელი“,- აღნიშნა ცაგარეიშვილმა.  

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ტურიზმის მზარდი ტემპი თუ სხვადასხვა სექტორში ეკონომიკური აღმავლობა, ყველაფერი ეს არის მშვიდობის მონაპოვარი, რისი გარანტორიც არის საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად.

„ეკონომიკური ზრდის არნახული მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანას აქვს ბოლო ორი წლის მანძილზე, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ძალიან დიდი მაჩვენებელი, რომელიც არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში ერთ-ერთი მოწინავეა ამ დროისთვის, ამ თვეების მონაცემს ვგულისხმობ, ტურიზმის ის მზარდი ტემპი, სხვადასხვა სექტორში ეკონომიკური აღმავლობა, საგარეო ვაჭრობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ქვეყანაში, ყველაფერი ეს არის მონაპოვარი მშვიდობის ამ ქვეყანაში, ამას ხაზს ვუსვამ. მათ შორის, სამოქალაქო მშვიდობის, რისი გარანტორიც, რა თქმა უნდა, არის საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად. უდავოა ეს და ჩვენ ამისთვის ვიღვწით. გვინდა მშვიდობა საზოგადოებისთვის, რომ უფრო მეტი დოვლათი შეიქმნას და უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს ამ ქვეყანაში“,- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics