19:07 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-23 11:44:55, 1245 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა ღამით ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. უკრაინული მედია პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოდესის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ კიპერის განცხადებით, იერიშის შედეგად დაშავდა 22 ადამიანი, მათგან 4 ბავშვია.

მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში 14 დაშავებული, მათ შორის 3 ბავშვი გადაიყვანეს.

"ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ", - ამბობს კიპერი.

ადგილობრივი საკრებულოს ცნობით, თავდასხმის შედეგად ფერისცვალების ტაძარი, მეცნიერებათა  სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics