|
2023-07-22 18:08:29, 1262 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი ვაშაძე-ხაბეიშვილზე - ორი ხელმოცარული პოლიტიკოსის პოლიტიკური ქორწინება დასრულდება სრული ფიასკოთი
ორი ხელმოცარული პოლიტიკოსის პოლიტიკური ქორწინება დასრულდება სრული ფიასკოთი,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანებას. მათიკაშვილის თქმით, ორივე პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა "ფსკერს ქვემოთაა". „ერთი და მეორე პოლიტიკური ჯგუფის ელექტორალური მხარდაჭერა არის ფსკერს ქვემოთ. რეალურად მათ არ გააჩნიათ არანაირი რესურსი იმის, რომ თუნდაც ცალ-ცალკე, ან ერთად გაერთიანებულმა რაიმე სახის პოლიტიკური შედეგი დადონ არჩევნებზე. ამიტომ ეს არის კიდევ ერთხელ ხელმოცარული მცდელობა ორი სრულიად ხელმოცარული პოლიტიკოსის, რომ თითქოს მათი ჭკუით ღირებული შექმნან არჩევნებზე, რომელიც არის სრული ფიასკოთი განწირული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იმდენად ნათელი ჭეშმარიტებაა, რომ საზოგადოებაში ეჭვს აღარ იწვევს. გვახსოვს სხვადასხვა ხასიათის გაერთიანებები, სხვადასხვა ფანჩატურებში ამ პირების შეკრებები, ქორწინებები, მერე განქორწინებები, შემდეგ მცდელობები, რომ საზოგადოება მოატყუონ იმიტომ, რომ მთელი შინაარსი ამ პოლიტიკური აქტის ასე ვთქვათ, თუ შეიძლება მას ასე დავარქვათ, არის ტყუილი, იმიტომ რომ არც ერთი და არც მეორე მხარე საქართველოზე არ ფიქრობს იმიტომ, რომ მათ გააჩნიათ საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესები, რომელიც არ არის რეალიზებადი ჩვენს ქვეყანაში იმ არსებული ნულს ქვემოთ რეიტინგიდან გამომდინარე, რომელიც კერძოდ ვაშაძეს გააჩნია. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი რეიტინგი ყოველდღიურად ეცემა და 2024 წლისთვის რა სახით წარდგებიან ისინი რეიტინგულად საზოგადოების წინაშე, ძალიან დიდი კითხვის ნიშანი შეიძლება დავუსვათ ამ საკითხს",- განაცხადა მათიკაშვილმა ცნობისთვის, 20 ივლისს "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ახალი პოლტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ გამოაცხადეს.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)