19:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-20 14:50:03, 963 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - უახლოეს საათებში საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, თუ როგორი კონფიგურაციით ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას

ჩვენ ვთქვით, რომ შევქმნით გამარჯვების პლატფორმას - ამიტომ, პირველები გადავდგამთ ნაბიჯს და შევქმნით მთავარი გამარჯვების ფორმულას,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, უახლოეს საათებში საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, როგორ აპირებს ოპოზიცია "რუსული პარტიის დამარცხებას".

„ჩვენ ვთქვით, რომ შევქმნით გამარჯვების პლატფორმას - ამიტომ, პირველები გადავდგამთ ნაბიჯს და შევქმნით მთავარი გამარჯვების ფორმულას. მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს კონკრეტული ინფორმაცია, თუ როგორ აპირებს მათ შორის ოპოზიცია „რუსული პარტიის“ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას.

ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ პლატფორმაზე გავძლიერდეთ, უახლოეს საათებში, ცხადია, კონკრეტული ინფორმაცია ექნება საზოგადოებას, თუ როგორი კონფიგურაციით ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას და ის დაპირება, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, რომ ჩვენს პლატფორმაზე ველოდებით ყველა  პროდასავლელ ლიდერს, პროდასავლურ პარტიას, ჩვენ შევასხამთ ხორცს, ჩვენ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ერთობისთვის და ამასვე მოვუწოდებ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, თუნდაც ცალკე, „ნაციონალურ მოძრაობის“ გარეშე გაერთიანებისკენ.

ჩვენ გადავდგამთ ამ ნაბიჯს, ჩვენ დავიწყებთ კონკრეტულ თანამშრომლობას და ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ექნება საზოგადოებას“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 20 ივლისს "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ერთობლივი განცხადების გაკეთებას გეგმავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics