11:22 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-19 10:24:32, 710 ნახვა

საზოგადოება
ბრეგაძის განცხადებით, „ციფრული უნივერსიტეტის“ საშუალებით მსჯავრდებულს შეუძლია ისწავლოს და მიიღოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, პატიმართა რესოციალიზაციისთვის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია „ციფრული უნივერსიტეტი".

„წარმატებული რესოციალიზაციის რეალური გასაღები არის განათლება. ჩვენ დისტანციური სწავლების მეთოდი დავნერგეთ პენიტენციურ დაწესებულებებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად. ეს არის საპილოტე პროექტი სახელწოდებით „ციფრული უნივერსიტეტი", რომლის მეშვეობითაც დღეს მსჯავრდებულებს აქვთ საშუალება, ისწავლონ საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში სხვადასხვა პროგრამაზე და მიიღონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი განათლებული ადამიანი დაუბრუნდება საპატიმრო დაწესებულებიდან შემდგომ თავის ოჯახებს და საზოგადოებას. შესაბამისად, პირმა უკვე იცის, რომ, როდესაც ის დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას, მას ექნება დიპლომი და შეძლებს დასაქმებას", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics