05:27 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-19 10:21:31, 611 ნახვა

საზოგადოება
ბრეგაძე - ჩვენი მიზანია, როდესაც ადამიანი დატოვებს დაწესებულებას, შეძლოს მუშაობა, ჰქონდეს განათლება და არ იფიქროს ახალი დანაშაულის ჩადენაზე

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში" პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებზე ისაუბრა.

„როდესაც ადამიანი პენიტენციურ დაწესებულებაში ხვდება,  ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ მოხდეს ამ ადამიანის სრულყოფილი რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია. ჩვენი მიზანია ის, რომ, როდესაც ადამიანი დატოვებს დაწესებულებას და დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას, მან შეძლოს მუშაობა, ჰქონდეს განათლება და არ იფიქროს ახალი დანაშაულის ჩადენაზე. 

დღეს პატიმრებს აქვთ შესაძლებლობა, აწარმოონ გარკვეული პროდუქცია და მოახდინონ მათი რეალიზაცია. მაგალითისთვის: ჩვენ გავხსენით „რე-მარკეტი", სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს პატიმრების მიერ დამზადებული პროდუქცია; გავხსენით „რე-მარკეტის" ონლაინ მაღაზიაც, სადაც, ასევე, იყიდება პატიმრების მიერ დამზადებული ნივთები და მათი შეძენით როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე უცხოელებს შეაქვთ  წვლილი რესოციალიზაციასა და დანაშაულის პრევენციაში. ასევე,  არსებობს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ბაღები, სადაც მსჯავრდებულებს მოჰყავთ ხილი თუ ბოსტნეული და რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა ხმარდება მათ საჭიროებებს. გამომუშავებული თანხით მათ შეუძლიათ, ციხიდან საკუთარ ოჯახის წევრებსაც დაეხმარონ", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics