03:21 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-18 11:48:05, 1791 ნახვა

ომი უკრაინაში
კლევერლი - ვერ დავუშვებთ, რომ უკრაინაში ომი კიდევ 500 დღე გაგრძელდეს - ბატონო პუტინო, დაასრულეთ ეს ომი ახლავე

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებით, მსოფლიო ვერ დაუშვებს, რომ უკრაინაში ომი გაჭიანურდეს.

კლევერლიმ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და გახსნას შავი ზღვა გემებისთვის.

"ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ეს ომი კიდევ 500 დღე გაგრძელდეს. პრეზიდენტ ზელენსკის ათპუნქტიანმა გეგმამ აჩვენა წინსვლის გზა. უკრაინას მშვიდობა სურს; ჩვენ გვინდა მშვიდობა; მთელ მსოფლიოს სურს მშვიდობა... ბატონო პუტინო, დააბრუნეთ თქვენი ჯარები სახლში, დაასრულეთ ეს ომი ახლავე",- განაცხადა კლევერლიმ ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics